16:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 12:52:28, 1179 ნახვა

პოლიტიკა
დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში, ყველაფერი გასაგებია - კალაძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე

ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხის განხილვის დროს დამსწრეთა სიმწირე საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. 

„ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში. გასაგებია ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2012 წელი გარდამტეხი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ამ მიმართულებით თურმე პრობლემებია. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ თავზე. მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი, ბატონო. მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას უკვე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიღწევები. 

„ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა საუბარი. ეს ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. რომ ავიღოთ სააკაშვილის „ქეისი“ - მისი „შემოგორება“, „შემოტანა“ საქართველოში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მაშინ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. 

„პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი პირობები - ის, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics