08:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 10:43:03, 1400 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 04:00 საათზე შეუტიეს კასპიის ზღვის ტერიტორიიდან განლაგებული Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს.

"რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 04:00 საათზე შეუტიეს კასპიის ზღვის ტერიტორიიდან განლაგებული Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით.

უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფების საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად გაანადგურეს 23 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტიდან 21 და ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი",- წერს ზალუჟნი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ჩერკასის რაიონში, უმანში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

თავდასხმა მოხდა ასევე ქალაქ დნიპროზე, რომლის დაბომბვასაც ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics