07:00 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 17:33:06, 1000 ნახვა

საზოგადოება
ლალი მარგველაშვილი - არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც ვოსორიტიდი არ ესადაგება და ამ ბავშვების პრობლემები ამით არ ამოიწურება

“არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც ეს წამალი [ვოსორიტიდი], რომც იყოს დღესვე, არ ესადაგება მათ საჭიროებებს და ამ ბავშვების პრობლემები ამით არ ამოიწურება”, - აღნიშნულის შესახებ ექიმმა-გენეტიკოსმა, ლალი მარგველაშვილმა განაცხადა. 

გენეტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სრულფასოვანი გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ასაკში რა მკურნალობა და რა მასშტაბის ჩარევა სჭირდება პაციენტს. 

“იმისათვის, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიმე ქვეყანაში დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში პაციენტს და მერე იმ საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესუსრსს ამ პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ, სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს. 

დღეს განხილული იყო გზები, რომელი კონტინგენტი ექიმების, საერთაშორისო ექსპერტები იყოს ამაში ჩართული, იმისათვის რომ, პაციენტისათვის მივაღწიოთ მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალს.
ჩვენ სამინისტრომ გვთხოვა, რომ გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის, გაიდლაინის შექმნის, რომელიც უნდა იყოს სრულფასოვანი და  მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც გარდა წამლისა ამ ბავშვებს დღესდღეობით აქვს”, - განაცხადა ლალი მარგველაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics