|
2023-04-26 16:29:24, 953 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა ჰააგის სასამართლოს მიმართა
ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში 23 აპრილს მოეწყო. „აზერბაიჯანის ეს ქმედებები არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევა, რომელიც ავალდებულებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში“, - განაცხადა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა, ჰამსიკ სამველიანმა. ცნობისთვის, გასულ კვირას აზერბაიჯანმა გზაზე საგუშაგო დააწესა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არსებითი იყო იმის გამო, რომ სომხეთის მიერ იარაღის ტრანსპორტირების მარშრუტი გამოიყენა. აღნიშნულმა ნაბიჯმა რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოიწვია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2020 წელს შუამავლობდა. აზერბაიჯანი „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოძრავი პირების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოების გარანტიას“ 2020 წელს დათანხმდა, ამასთან, სომხეთის მხარე აცხადებს, ამბობს, რომ გზის დასაწყისში საგუშაგოს დაყენება ამ ვალდებულებებს არღვევს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)