|
2023-04-26 15:52:54, 894 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ნორვეგიის 10 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი ნორვეგიის 10 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ნორვეგიის მიერ 15 რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ ამას "მტრული ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი დიპლომატების გაძევებას "სხვა ზომებიც" მოჰყვება. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, რაგნჰილდ სიმენსტადის თქმით, ეს იყო პასუხი ნორვეგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების არასასურველ პირებად გამოცხადების შესახებ. „რუსეთის გადაწყვეტილებას შურისძიების აქტად მივიჩნევთ. ყველა ჩვენი დიპლომატი რუსეთში რეგულარულად ასრულებს დიპლომატიურ მუშაობას. რუსეთის ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“, - განაცხადა სიმენსტადმა. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა და რუსეთის დიპლომატიური მისიის დევნილ წევრებს "დაზვერვის ოფიცრები" უწოდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)