|
2023-04-26 09:47:32, 1157 ნახვა
მსოფლიო
კლევერლი - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება, ეს მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს
თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება, ეს მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. კლევერლის თქმით, შედეგებისგან, რომელიც ტაივანში შესაძლო ომს მოჰყვება, დაცული ვერც ერთი ქვეყანა იქნება. „მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების ნახევარი გადის ამ მნიშვნელოვან სრუტეში. ეს გემები დატვირთულია პროდუქტებით, რომლებიც მიემართება ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ტაივანი არის აყვავებული დემოკრატია და გადამწყვეტ რგოლს წარმოადგენს გლობალური მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით თანამედროვე მიკროჩიპების მიწოდების“,- აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. ჯეიმს კლევერლის თქმით, ტაივანის გარშემო სტატუს კვოს ცალმხრივი ქმედებებით შეცვლა დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთ-ტაივანთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საფრანგეთს, რომლის პრეზიდენტიც, ემანუელ მაკრონიც აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები, ტაივანის ბედზე პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთონ. მაკრონმა განცხადებებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. ჩინეთში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც, რომელმაც თქვა, რომ გერმანია და ევროკავშირი ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ გულგრილი ვერ იქნებიან. ცნობისთვის, აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. აღნიშნულს გამოეხმაურა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ და განაცხადა, რომ სახალხო რესპუბლიკა ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც, წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდაც გამართა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)