|
2023-04-26 09:39:32, 1345 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო ზომების განხორციელების შესახებ. შესაბამისი განკარგულება რუსული საკანონმდებლო ორგანოს საიტზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „არამეგობრულ ქვეყნებში“ რუსეთის მოქალაქეებს საკუთრებაზე უფლებები შეეზღუდებათ ან ჩამოერთმევათ, ამ ქვეყნების მოქალაქეების იმ საკუთრებებზე, რომელიც რუსეთშია დროებით გარე მენეჯმენტის წესი გავრცელდება. დოკუმენტის მიხედვითვე, დროებითი მართვა შეიძლება შეეხოს მოძრავ და უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, აქციებს საწესდებო კაპიტალებში, აგრეთვე ქონებრივ უფლებებს. „დროებით მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მისი სარგებლობიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე“,- ნათქვამია განკარგულებაში. აღსანიშნავია, რომ უცხოური აქტივების სიაში, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის გამო რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან დროებით მენეჯმენტს დაექვემდებარება, უკვე შევიდა ორი კომპანია: Fortum (98%-ზე მეტი) და Unipro (83%-ზე მეტი).
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)