18:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 09:25:49, 686 ნახვა

საზოგადოება
30-ზე მეტი ორგანიზაცია ღარიბაშვილს აქონდროპლაზიის წამლის დაფინანსების მოთხოვნით მიმართავს

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა:

  • მოქალაქეს აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი).
  • ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული (ბავშვის უფლებათა კოდექსი მუხლი 11)..
  • შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებს აქვთ სიცოცხლისა და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.- (გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია- მუხლები: 10 და 25)

წელიწადნახევარია, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ჯანდაცვის სისტემას და მთავრობას, დაფინანსდეს მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აქონდროპლაზიის სამკურნალო  მედიკამენტი Voxzogo Vosorotide. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ გამოიძებნა დიალოგისა და თანამშრომლობის გზები, რის გამოც დედებმა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში გამართეს საპროტესტო აქციები, ხოლო როცა თანამშრომლობის ყველა გზა გადაიწურა, უკვე 7 დღეა, რაც მთავრობის კანცელარიასთან მართავენ უწყვეტ მშვიდობიან აქციას.

აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატს 2021 წელს „ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ“ (FDA) მიანიჭა ავტორიზაცია, რაც მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადასტურებს.

ამავე წელს მედიკამენტი შეაფასა და ავტორიზაცია მიანიჭა „ევროპის მედიცინის სააგენტომ“ (EMA).

ამ ორი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ ავტორიზაციის მინიჭება, ცალსახად მეტყველებს მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. ცხადია, ყველა მედიკამენტის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი მართვა და ყველას აქვს გვერდითი ეფექტები, რაც სათანადო მართვის პირობებში უნდა დარეგულირდეს – ეს არ გახდეს მედიკამენტის შემოტანაზე უარის თქმის მიზეზი.

აღნიშნული პრეპარატი  ეფექტურია ბავშვობის ასაკში, სანამ ორგანიზმი ზრდას დაასრულებს. მედიკამენტის საშუალებით საგრძნობლად გაიზრდება ბავშვთა ფუნქციონირების დონე, არ შეექმნებათ ჯანმრთელობის ისეთ სახიფათო პრობლემები, როგორიცაა: ჰიდროცეფალია, კრანიო ცერვიკალური კომპრესია, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ხერხემლის სვეტის დეფორმაციები, სპინალური სტენოზი, შუა ყურის დაავადებები და ა.შ.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები კარგად იაზრებენ იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგანან, ხედავენ საკუთარი მშობლების ბრძოლასა და დარდს, რაც ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ბავშვებს; მათ იციან, რომ არსებობს რეალური მედიკამენტი, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, და უწევთ მოლოდინსა და შიშში ყოფნა, მშობლების განცდების გაზიარებასთან ერთად, მათი პირადი შეგრძნებები და ემოციები არ უნდა იყოს უგულველყოფილი.

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  2. ასოციაცია ანიკა
  3. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
  4. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  5. ა/ო “მზის შვილები”
  6. აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი
  7. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  8. შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
  9. თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  10. ნათია გოგოლაშვილი-დამოუკიდებელი კანდიდატი
  11. შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
  12. სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია
  13. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
  14. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  15. ა/ო “ვიმეგობროთ”;
  16. მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”
  17. ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  18. შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი
  19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის
  20. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  21. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი’’
  22. ააიპ მოვუსმინოთ სამყაროს”
  23. სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (შშმ პირთა ასოციაცია)
  24. ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი
  25. ა(ა)იპ მშობელთა კავშირი “ჩვენი შვილები”
  26. გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაცია
  27. ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  28. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  29. ფონდი აურეს
  30. ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  31. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ჩაერთოს პროცესში, იმისთვის, რომ მედიკამენტი "ვოზორიტიდი", საქართველოში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.

24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო".

პროსტესტის მეექვსე დღეს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა.

ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მერვე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ.

მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics