|
2023-04-25 19:27:09, 790 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრები გამართეს
ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან,თბილისის კლასიკური გიმნაზიის,74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ძველი თბილისის რაიონის „ახალგაზრდული პარლამენტის" წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყებიც ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ე.წ. „ქურდული სამყაროს" დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ე.წ.,,ქურდული სამყაროს" კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ. საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება" მიზნად ისახავს ,საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციას. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)