|
2023-04-25 17:03:19, 628 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "სიახლე, პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ამცირებს. ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG სისტემის ბოლო რამდენიმე თვის ანალიზის შედეგებიც გააცნო. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ თენგიზ გენძეხაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)