|
2023-04-25 16:17:19, 970 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სუდანიდან უკრაინის, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანიდან უკრაინის 87 მოქალაქესთან ერთად, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუციაც განახორციელეს. თავდაცვის უწყების მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ 138 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი იყო. უწყებაში ამბობენ, რომ ყველა ევაკუირებული უსაფრთხო ადგილას, ეგვიპტეში იმყოფება. ცნობისთვის, დღეს, 25 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე გადაიყვანეს. საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას მას შემდეგ ვერ ახერხებდა, რაც 15 აპრილს, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაარცელა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)