|
2023-04-25 09:28:05, 2009 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე გადაიყვანეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მათი ეგვიპტეში გაადაყვანა და საქართველოში გამომგზავრება მოხდება. „ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, - აცხადებს ხვთისიაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას მას შემდეგ ვერ ახერხებდა, რაც 15 აპრილს, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაარცელა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)