|
2023-04-24 14:37:23, 786 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უპასუხისმგებლო პოპულისტები რომ ვიყოთ, 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას
უპასუხისმგებლო პოპულისტები რომ ვიყოთ, 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე შვილების დედების მოთხოვნებს. პრემიერის თქმით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". „ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10 მილიონი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს - თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს საქმე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ მთავრობის, რაც არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, ერთად ვიმუშაოთ, მინდა, მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, დაველოდოთ მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება. 200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩვენ ჩავერთოთ პროგრამაში, რაც დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასიხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყდებით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, გვაქვს კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმო-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. „ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ხომ რა მარტივად არის საქმე, ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას, და ამის შემდეგ ალბათ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, ძალიან მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროგრამის თუ არ ვცდები დაფინანსება, შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად არ აფინანსებს“- დასძინა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს". ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ.
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)