|
2023-04-24 13:46:08, 1263 ნახვა
რეგიონი
ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს
აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, დეპარტამენტმა რეგიონი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონში მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები აჭარაში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გააცნენ. „სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გაიმართა მსხვილი ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, მათ შორის Harper’s Bazaar-ის, Elle-ის და Forbs-ის მენეჯერებთან. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)