19:00 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 11:12:10, 841 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ინტერპელაციის წესით, განათლების მინისტრს პარლამენტში დავიბარებთ

ინტერპელაციის წესით, პარლამენტში დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წითლიძის თქმით, ოპოზიცია განათლების მინისტრს წარუდგენს ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში.

"მინდა, რომ წარმოგიდგინოთ ჩემი საპარლამენტო ანგარიში, რომელიც ხელში მიჭირავს და რომელსაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. ეს არის საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ჩართული იყო არაერთი განათლების ექსპერტი და არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ეს გაწერილი პროგრამა ეხება უფასო კვების დანერგვას საჯარო სკოლებში. ამავე თემასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თქვენ იცით, რომ წლებია სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, თუმცა ჯერ არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს - რა ქნა ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, ამიტომაც, გარდა იმისა, რომ ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან კითხვები გვექნება, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს, პროგრამას უფასო კვებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი - როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში, რა დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს და როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ მისი ადმინისტრირება", - აღნიშნა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics