2023-04-21 22:00:58, 1298 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ კირილ ბუდანოვს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დაუსწრებლად დააკავა.
რუსული გამოძიება ბუდანოვს ტერორისტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ტერაქტის მოწყობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს.
2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქებას, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ კირილ ბუდანოვი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,