|
2023-04-21 19:27:17, 764 ნახვა
პოლიტიკა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა
საქართველოს პროკურატურის და აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგების პირველი ციკლი 19-21 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების პროკურორები იღებდნენ. ტრენინგს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი, ამავე დეპარტამენტის პროკურორები თორნიკე ნადირაძე, მარიკა გოგოხია და აშშ საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი უძღვებოდნენ. სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საელჩო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს. ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს ზაზა მეტონიძეს და საოლქო პროკურატურის პროკურორებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურისა და აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის INL პროგრამის მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)