|
2023-04-21 16:11:39, 1239 ნახვა
მსოფლიო
WHO - სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა
სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა. გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 9 ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს. „413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა. შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ამასთან, 19 აპრილს, სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დღეს, 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)