|
2023-04-21 15:29:10, 1273 ნახვა
მსოფლიო
დარია დუგინას შესახებ ინფორმაციის გაცემის ბრალდებით რუსეთში ყოფილი პოლიციელი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში საგზაო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ივან რიბინი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ედება. მედიის ცნობითვე, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 2023 წლის 11 ივნისამდე შინა პატიმრობაში დარჩება. სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებული "ფულის სანაცვლოდ მესამე პირებს დაეხმარა მოქალაქის პერსონალური მონაცემების მოპოვებაში". "განაჩენის გამოტანისას მათ გაითვალისწინეს რომ ბრალდებული ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ მას აქვს შესაძლებლობები და ცოდნა, რომ ხელი შეუშალოს გამოძიებას და შექმნას უდანაშაულობის ყალბი მტკიცებულებები, ან გაანადგუროს არსებული დოკუმენტები",- წერს Tass-ი შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნულ დანაშაულს საზიზღარი და სასტიკი უწოდა. რუსეთის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის თქმით, მისი შვილი რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ მისივე თქმით, მათ რუსეთის მტრებს სისხლიანი ტერორით სურდათ მათი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. .
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)