04:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 09:57:53, 1532 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა კარა-მურზას, ნავალნისა და სხვა პირების დევნაზე პასუხისმგებლების დასანქცირებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ "მაგნიტსკის" სანქციების დაწესებას, ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნისა და სხვა პირების პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "მაგნიტსკის აქტის" ავტორი ბილ ბროუდერი ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 508 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 14 წავიდა, ხოლო თავი 31-მა შეიკავა.

რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.

გარდა ამისა, რეზოლუციით დეპუტატები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, იმუშაონ კარა-მურზას გათავისუფლებაზე, ახლოდან დააკვირდნენ რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური ოპონენტებისადმი დევნასა და ციხეში მათ პირობებს და ასევე გადასცენ ჰუმანიტარული ვიზები და აღმოუჩინონ სხვა ტიპის მხარდაჭერა რუს დისიდენტებს, ვისაც საფრთხე ემუქრებათ.

"მოვუწოდებთ საბჭოს, დააწესოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებაზე.

მათ შორის არიან - მოსამართლეები: სერგეი პოდოპრიგოროვი, ელენა ლენსკაია, დიანა მიშჩენკო, ილია კოზლოვი, ანდრეი სედუშევი, ოლესია მენდელეევა, ოქსანა გორიუნპვა, მარგარიტა კოროვა, მარია დოვჟენკო, მარია ლარკინა, ილნარ ბასიროვი, ნატალია ვლასენკო, იგორ ჩაპლიგინი, ეკატერინა პიროჟოვკა, ალექსანდრ კოლიშნიცინი, ასევე პროკურორები და ის ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ: ოლეგ ალიპოვი, ვერა ჩერვონოვა, სვეტლანა ჟურავლევა, ბორის ლოკტიონოვი, ანატოლი რაზინკინი, ნაძეჟდა ტიხონოვა, დანილა მიხეევი და სერგეი ბელოვი.

საგამოძიებო კომიტეტის წევრები: ანდრეი ზადაჩინი, ხამოვნიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ სმირნოვი და ასევე სასჯელაღსრულების კოლონიის ცენტრის (SIZO-5) ხელმძღვანელი, დმიტრი კომნოვი",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 აპრილს,მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, რუსეთის სასამართლომ მას 2021 წლის 2 თებერვალს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე მოაკლდა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში შეიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა "შარიტეში" გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.

ამასთან, რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ, ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა და ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics