00:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:40:36, 524 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ტყის ახალმა კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები

„ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის, უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო - ტყის ახალი კოდექსი“, - განაცხადა  ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები. ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა.

2023 წლის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო. დამატებით, წლის ბოლომდე, დაგეგმილია 20-მდე ახალი საქმიანი ეზოს მოწყობა. 

„საქმიანი ეზოების“ ჩამოყალიბება და ხე-ტყის მდგრადად მართვის მექანიზმების დანერგვა, სპეციალისტების გადამზადება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, არის უმთავრესი წინაპირობა სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა; შედეგად, მომზადდა ანგარიში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics