|
2023-04-20 10:13:37, 1308 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ მათ იციან, რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის,- ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს. მისი თქმით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე. „ვიცი, რომ ის ცოტა ხნის წინ ეწვია დონბასის რეგიონს. ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობთ ამის შესახებ და გავაგრძელებთ ამის განმეორებას. ამიტომ, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი მთავრობის მხარდაჭერას. როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს ძალიან ნათლად იცის. ის, სავარაუდოდ, ცდილობს გაამხნევოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან იცის, რომ მისი არმია არასათანადოდ ასრულებს თავის ამოცანას და ცდილობს მიაღწიოს მიზნებს ამ შეჭრის გზით, რაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვნახეთ“,- დასძინა კარინ ჟან-პიერმა. ცნობისთვის, 18 აპრილს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)