|
2023-04-19 19:53:06, 1097 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინის მოსაზღვრე ხუთი ქვეყნის ფერმერებისთვის 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ამზადებს და უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ბრიუსელი ზეწოლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინული ხორბლის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს. ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ გეგმავენ მიიღონ პრევენციული ზომები მარცვლეული და ზეთოვანი კულტურების გარკვეული კატეგორიის იმპორტთან დაკავშირებით, კერძოდ, ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის პროდუქტებზე. შეგახსენებთ, ევროკომისიამ პოლონეთისა და უნგრეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც მიუღებელი. "სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია." - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ცნობისთვის, 19 აპრილს ევროპული ვაჭრობის კომისარი, ვალდის დომბროვსკი დაზარალებული ქვეყნების მინისტრებთან და უკრაინელ კოლეგებთან მარცვლეულის საკითხს განიხილავს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)