19:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 18:36:56, 799 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვას და იუსტიციის სამინისტროსათვის ამ სფეროში გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;  ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების გაფართოება; არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის პროექტები; მედიაციისა და განრიდების პროცესებში ჩართული პროფესიონალების გადამზადება.

მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics