19:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 17:35:39, 714 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - არანაირი შეცდომა არ დაშვებულა, აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზე დააწესეს სანქციები

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ დაშვებულა, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. 

"შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე ქართველი ხალხისთვის პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის შექმნილი ეს ინსტიტუტი. არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია.

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ იქნა დაშვებული, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს, კორუფციული საქმიანობისთვის. ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, შეგროვდა ინფორმაცია, რომელთა უმეტესობა საჯარო და ხელმისაწვდომია. შემდეგ გაემგზავრა სახელმწიფო მდივანს, მან კი მხარი დაუჭირა ამ სანქციებს, რადგან დარწმუნებული ვართ მის საფუძვლებში",- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. 

მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics