12:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 17:09:01, 1205 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი - ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1 401 ბენეფიციარმა ისარგებლა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში, კასპის მერიის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1 401 ბენეფიციარმა ისარგებლა.

მერის თქმით, დაფინანსების ოდენობამ სამი თვის განმავლობაში 559 559,15 ლარი შეადგინა.

"კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევა, კოლონოსკოპია, სცინტიგრაფია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება, სისხლძარღვების პლასტიკა ან/და რეზექცია, ლიგირება უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარების დაფინანსებაზე გაცემულია 168 052 ლარი.

შშმ პირთა დახმარება, შშმ პირების ეტლით, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე გაცემულია 100 800 ლარი.

კარდიოქირურგიული ოპერაციის, თვალის ოპერაციის და ავასტინის ინექციის, მაკულის ასაკობრივი მკურნალობის ოპერაციული თანადაფინანსებასა და სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევებზე, მანიპულაციებსა და პროცედურებზე დაიხარჯა 36 428 ლარი.

ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება, კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის, კეთილთვისებიან სიმსივნეთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინანსებაზე კი 28 507 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წლის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამა 100 000 ლარითაა გაზრდილი, რომლის ბიუჯეტი ამჟამად 1 150 000 ლარს შეადგენს. „პროგრამა 35 მუხლითაა განსაზღვრული, მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე კი მუხლების რაოდენობა იზრდება. წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ბიუჯეტს ვზრდით, რათა არც ერთი ბენეფიციარი არ დარჩეს დაფინანსების გარეშე“, -  განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics