19:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:14:54, 660 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მკაფიოდ გამოჩნდა ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური მმართველები და „ბოსები“

რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”, მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან,- ასე ეხმაურება "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო კომისიის საკითხის მეორედ ჩაგდებას.

ხაბეიშვილის თქმით, თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური მმართველები და „ბოსები“. 

"რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და "ოცნება" კვორუმს აგდებს - სხდომას შლის. ოპოზიციის "ბოიკოტი" გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ "ბოიკოტს", აპროტესტებენ პარლამენტს ... თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და "ბოსები" ვინ არიან - დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება ..",- წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. 

მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics