|
2023-04-19 13:18:25, 559 ნახვა
საზოგადოება
რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს
საქართველოში რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხანგელსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პუბლიცისტის განცხადებით, მისთვის ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ. "გუშინ საღამოს საქართველოში არ შემიშვეს. მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისიდან 20 ადამიანი (მხოლოდ მამაკაცი) პასპორტის კონტროლის რიგიდან შეირჩა, ბოლოს მარტო დავრჩი. აფხაზეთზე დეტალურად დამკითხეს, იქ ვიყავი, არ ვიყავი, რა ვთქვი, რა არ მითქვამს. (ბოლოს სოხუმში 1988 წელს ვიყავი). თავაზიანები იყვნენ, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, სამი ადამიანი მომიახლოვდა და გამომიცხადეს, რომ გადაწყვიტეს, ქვეყანაში არ შემიშვან და იმავე თვითმფრინავით გამაძევეს", - წერს ალექსანდრ არხანგელსკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. გასული წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. 29 მარტს, საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)