19:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:01:08, 719 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 73 ოლქში არჩევნები ჩატარდება - ამომრჩევლები გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება მათი რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანებო ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნებზე პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევენ.

"უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ", სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელი, ყველა რაიონს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი. 30 აპრილამდე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა მონაწილეობის მიღება, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში ან თუ გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა, 30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფებს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება და წესის შემუშავება იმისათვის, რომ ყველა ქალაქში არჩეული იქნენ ორგანიზაციების თავმჯდომარეები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics