03:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:12:11, 675 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას განაგრძობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი ქალაქ ჩენგდუში, ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენის „The 108th China Food & Drinks Fair"  გახსნის ღონისძიებას დაესწრო და სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან მეხუზლა ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტს, „ქართული ღვინის სახლის" დამფუძნებელს ადამ ჰუანგს, სიჩუანის პროვინციისა და ქალაქ ჩენგდუს ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. უკვე მრავალი წელია, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და, შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტო მრავალ აქტივობას ახორციელებს. ჩენგდუში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის გეგმები, ჩინეთში იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით ახალი ერთობლივი პროექტები", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო  ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებსა და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მემორანდუმი ჩინეთის ქალაქ ურუმჩის ორ იმპორტიორ კომპანიასთან გააფორმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ლევან მეხუზლამ მიმართა, რომელმაც ქართული ღვინის კულტურაზე და ისტორიაზე, ასევე ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობასა და მზარდ ექსპორტზე ისაუბრა.

ჩენგდუში გაიმართა მედიაპროდუქტების საკომუნიკაციო კონფერენციაც, სადაც ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა ქეთი გეგენავამ წარადგინა. აღნიშნული ღონისძიება ალკოჰოლური სასმელების ინოვაციებსა და ინვესტიციებს მიეძღვნა და მთელი ჩინეთის მასშტაბით გადაიცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics