2023-04-19 10:05:56, 861 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტისა და საფონდო ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასწრაფო დახმარების პერსონალმა შენობიდან დაშავებულები სპეცტექნიკის დახმარებით გამოიყვანა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,