|
2023-04-18 18:06:23, 855 ნახვა
მსოფლიო
WSJ-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლემ ძალაში დატოვა
18 აპრილს გამართულ სასამართლოზე, Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, Wall Street Journal-ის მფლობელმა სასამართლოსთვის საგარანტიო წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გამომცემლობა მზადაა მისი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისთვის გირაოს სახით 50 მილიონი რუბლი გადაიხადოს. მიუხედავად გირაოს მასშტაბური ხასიათისა, სასამართლომ WSJ-ის მფლობლის მოთხოვნა უარყო. "ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ განეხილა პრევენციული ზომები, რომელიც არ უკავშირდება [დაკავებული ჟურნალისტის] საზოგადოებისგან იზოლაციას, მათ შორის, შინაპატიმრობა, გარკვეული ქმედებების აკრძალვა ან 50 მილიონი რუბლის ღირებულების გირაო. WSJ-ის მფლობელმა წარადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ გერშკოვიჩი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან უზრუნველყონ თანხის გადახდა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა უარყვეს", - განაცხადა ადვოკატმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)