19:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 09:39:28, 711 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - ქართველმა სამართალდამცავებმა, კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლეს

BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.

„ყოფილი ხელისუფლების მიერ ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულებულა ეს ისტორია. ისინი შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პენსიონერებს და ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია.  ჩვენ მაქსიმუმს  გავაკეთებთ, რომ სამართალდამცავებს გვერდში დავუდგეთ. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. გასარკვევია, სამართლებრივად როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,  ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics