|
2023-04-17 16:12:24, 1836 ნახვა
ეკონომიკა
კომუნალური გადახდები მარტივად და სწრაფად
კომუნალური გადასახადების დაფარვა ალბათ ყველა ჩვენგანს უწევს. ყოველთვიურად მოუთმენლად ველით ამ თვეში დარიცხულ თანხას, ზამთარში გათბობის საფასური გვაინტერესებს, ზაფხულში კი სიგრილის ფასი. ალბათ გახსოვთ, კომუნალურების გადასახდელად ქვითრებს რომ ვაგროვებდით და მერე ჩამოვივლიდით ოფისებს, თან არ უნდა დაგვვიწყებოდა, როდის იყო ბუნებრივი აირის საფასური დასაფარი და როდის - ელექტროენერგიის. დღეს ეს პროცესი ერთი ათასად გამარტივდა და შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე კლიკით გადავიხადოთ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი. თიბისი ფეიზე იპოვი ყველა პროვაიდერს, დიდსა თუ პატარას, თბილისსა თუ რეგიონებში და შეძლებ გადაიხადო ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების საფასური. ამას გარდა, თიბისი ფეიზე 1,000-ზე მეტი სერვისს იპოვი, აქ შეძლებ დაფარო სწავლის გადასახადი, ჩარიცხო აუქციონის ფული, დაფარო ბანკის ან დაზღვევის მომსახურების საკომისიო და ასე შემდეგ. თიბისი ფეის ვებსაიტი და აპლიკაცია მაქსიმალურ სიმარტივესა და კომფორტს გპირდება, აქ პროცესი ისეა დალაგებული, რომ პროვაიდერიც მარტივად იპოვო და თანხაც მარტივად გადარიცხო. ბუნებრივია, კომუნალურების დაფარვას რეგისტრაციის გარეშეც შეძლებ, მაგრამ რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს: შეგიძლია, ელექტრონული ქვითარი შეამოწმო ან აპლიკაციას დაავალო, თავად შეგახსენოს გადახდის მოახლოებული რიცხვი. იმასაც კი შეძლებ, რომ გადახდა ავტომატურ რეჟიმზე დააყენო და თავად არ მოგიწიოს ყოველთვიურად თანხის გადარიცხვა, საჭირო დროს თანხა თავისით ჩამოიჭრება მითითებული ანგარიშიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე აბონენტის ნომერსაც იმახსოვრებ და ხელით ჩაწერა აღარ გიწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეძლებ გადაიხადო ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, თუკი ქვითარი თან არ გაქვს. როგორ ვიპოვო კომუნალური გადახდები? შედი ვებსაიტზე ან გადმოწერე აპლიკაცია.
როგორც ხედავ, თიბისი ფეის სერვისები ყოველთვის მარტივია და მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. დარეგისტრირდი და გამოცადე პლატფორმის ყველა უპირატესობა.
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)