2023-04-15 16:07:11, 815 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა [ვიდეო]
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ცნობისთვის, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაცია ჩადის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,