|
2023-04-14 13:41:51, 862 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა - თუ მის დაფინანსებას შევწყვეტთ, ომი დასრულდება
უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. "უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია, მხარს ვუჭერთ თუ არა უკრაინას. როგორც კი ვიტყვით უარს, ომი დასრულდება", - განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, ევროპა უზრუნველყოფს თანხის გაცემას უკრაინაში ხელფასებისთვის, პენსიებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის, ამიტომ არ შეიძლება, ეს მუდმივად გაგრძელდეს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს. სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც ვიქტორ ორბანის პარტია - "ფიდესთან" აქვთ კავშირები.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)