20:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 09:52:44, 1311 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - ბევრი თვლიდა, რომ ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობას შეამსუბუქებდა

სტრასბურგში გაკვირვებულები არიან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ბევრი თვლიდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა,- ასე ეხმაურება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას სტრასბურგში.

მისი თქმით, ბევრ ევროპარლამენტარს სურდა შეკითხვების დასმა მისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

"საერთოდ ევროკავშირის ნებისმიერი არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში გამოსვლა და ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ სტრასბურგში ძალიან გაკვირვებულები არიან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით. შეიძლება ეს ვიზიტი მოგვიანებით გაიმართოს, მაისში მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ჯერ არაფერია ცნობილი. 

სამწუხაროა, რომ ეს ვიზიტი აღარ შედგება იმიტომ, რომ ბევრ ევროპარლამენტარს სურდა შეკითხვების დასმა მისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. მაგალითად, აგენტების შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში. ამიტომ ბევრი აქ თვლიდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა",- განაცხადა იოზვიაკმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია თითქოსდა  მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics