|
2023-04-13 17:50:10, 1124 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება", რომელსაც მოდერატორობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობათა განვითარების ინსტიტუტის დირექტორი დომინიკ დესრუელი უწევდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინათმა და ბენინის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, რომოლდ ვადაგნიმ. თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ვალის მართვისა და ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, როგორც პანდემიამდე, ისე პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება. თემატური დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე: „რამ განაპირობა გადამწყვეტი წინსვლა საქართველოში და რით იყო გამოწვეული ბოლო წლებში სახელმწიფო ვალის მართვის უპრეცედენტო გაუმჯობესება, რაც სხვა სახელმწიფოებს შეიძლება სანიმუშო მაგალითად გამოადგეთ?" - ფინანსთა მინისტრმა დაასახელა: საჯარო სექტორში ძლიერი ფინანსური მართვის სისტემის არსებობა და გონივრული ფისკალური დისციპლინის დაცვა; მაკრო-ფისკალური პარამეტრებისა და ვალის მდგრადობის ანალიზის პრაქტიკის არსებობა; ვალის პორტფელის დივერსიფიცირება და საჯარო ფინანსების გონივრული მართვა. ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)