|
2023-04-13 15:46:16, 1352 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს
ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ნორვეგიის საგარეო უწყების განმარტებით, ოსლოში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე 15 პირი, რომელთა საქმიანობაც „შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან“, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს თანამშრომლებმა ნორვეგია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. "ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ნორვეგიაში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ახლა ვახორციელებთ ზომებს ჩვენს ქვეყანაში რუსული დაზვერვის მოქმედებების საპირისპიროდ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსი დაზვერვის ოფიცრებს, დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ ნორვეგიაში", - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)