14:32 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 15:29:28, 1237 ნახვა

საზოგადოება
გვრიტიშვილი - სამმა მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე უარი თქვა, სოლიდარობის ერთგვარი აქტია

სამმა მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე უარი თქვა, სოლიდარობის ერთგვარი აქტია,- აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გვრიტიშვილის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან "აშკარად უსამართლო და დამამცირებელი" მიდგომაა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

"მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.

ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.

ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ",- წერს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics