14:31 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 13:09:27, 919 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

მათი ცნობით, eIDAS რეგულაციასა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტომ დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები, რითაც დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული სერვისები სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს. აუდიტი ჩაატარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებულმა, შესაბამისობის დამოუკიდებელმა შემფასებელმა ორგანომ (CAB) – QSCert-მა.

„eIDAS რეგულაცია განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. სააგენტოს სერტიფიცირება და ქართული კანონმდებლობის eIDAS-ის რეგულაციასთან შესაბამისობა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics