|
2023-04-13 10:42:17, 907 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „აგროჰაბმა“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა
"საქართველოს ბანკი" აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ავჭალაში 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და საწარმო დანადგარებს. ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ცენტრალიზებული საწარმო პროცესით წარმოების მოცულობასა და პროდუქტების სახეობებს ზრდის, თუმცა ლოკალური წარმოებები ფილიალებშიც რჩება. ამ დროისთვის ჰიპერმარკეტს ჯამში სამი ფილიალი - თბილისსა და ბათუმში აქვს. „აგროჰაბი“ასევე წარმოდგენილია კაფეებით, რომელიც თბილისის სხვადასხავა ლოკაციებზე მდებარეობს. „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ცენტრალიზებული წარმოება, 3000 კვ.მ.-ზე აშენებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტით დავიწყეთ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიებით. გარდა არსებული პროდუქტებისა, შესაძლებლობა მოგვეცა, მომხმარებელს დავარგებული ხორცის და თევზის კულინარიის სრულიად ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება კონსერვირების, საკონდიტრო და ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი“, - განაცხადა „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ. „ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ახალი საწარმოს გახსნას, რადგან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად „აგროჰაბს“ 125 ახალი თანამშრომელი შეუერთდა. კომპანია ჯამში 1 500 ადამიანს ასაქმებს“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ. კომპანია „აგროჰაბი“ წლის განმავლობაში კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას, ცენტრალიზებული წარმოების სრული დატვირთვით ამუშავებასა და მეურნეობის განვითარებას გეგმავს.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)