21:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 19:27:21, 1278 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი უკრაინელი ტყვის წამებაზე - ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ქმედება არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

"შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსულ ტელეგრამ არხებში გამოჩნდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან თავს უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს. "ტომარაში მისი თავი და გავუგზავნით სამხედრო მეთაურს" - წერია რუსულ პროპაგანდისტულ არხში რომელმაც ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ყვითელი სამკლაურით, როგორც ჩანს, უკრაინელი სამხედრო ტყვე მიწაზე წევს. მის ზემოთ არის შენიღბული მამაკაცი აშკარა ნიშნების გარეშე, მაგრამ მას აქვს თეთრი ზოლი, რომელიც არის რუსი სამხედრო და პრორუსი მებრძოლების დამახასიათებელი ნიშანი.

ცოცხალ პატიმარს, რომელიც ტკივილისგან ყვირის დანით თავს აჭრის.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ვიდეო კი ასახავს იმას, რისი  ნორმად და ჩვევად ქცევაც რუსეთს სურს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics