21:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 19:26:57, 999 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე - წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას

წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ  უკანონო ქმედებას, - ასე გამოეხმაურა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი  BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

მისივე თქმით, მოცემული თემის ირგვლივ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, ვისია ე.წ. ქოლცენტრები და როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება.

"ვეხმაურები ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც BBC-ს პლატფორმამ გაავრცელა. ამავე პლატფორმაზე აღწერილია, თუ  რას საქმიანობენ რეალურად ქოლცენტრები და სხვადასხვა მაქინაციებით, როგორც იპარავენ ძირითადად ევროპელი პენსიონერების ანგარიშებიდან დანაზოგებს.

ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, რაზეც მეც და საზოგადოებასაც კითხვები გვიჩნდება: 1. ვისია ე.წ. ქოლცენტრები. 2. როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო და სამარცხვინო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება?!

 საზოგადოებას ახსოვს, რომ საქართველოში პირველი ქოლცენტრები, მასობრივად, 2018-2019 წლებში გამოჩნდა და როგორც ვიცით, დღემდე ფუნქციონირებს. BBC-ს პლატფორმაზე ჩანს ისიც, რომ მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა გატაცებული. 

ამ ბნელ ისტორიაში ნათელია ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიიდან მიმდინარეობს ევროპელი პენსიონერების ძარცვა! და სად არიან ამ დროს სამართალდამცავები?! 
წარმოუდგენელია, რომ მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ  უკანონო ქმედებას. ამიტომ საჭიროა, დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს არსებული ხელისუფლების და კონკრეტულად ბატონი ივანიშვილის როლი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში.

საინტერესოა, ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება და ყველამ ყველაფერი იცის, როგორ „გამოეპარათ“ ქოლცენტრების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics