21:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 17:22:38, 1440 ნახვა

პოლიტიკა
სამნიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილს გაიმართება

ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება.

როგორც "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, პირადად დაუკავშირდება თითოეულ დეპუტატს და უზრუნველვყოფს იმას, რომ აღნიშნულის შესახებ ყველა იყოს ინფორმირებული.

„კენჭისყრა საგამოძიებო კომისიასთან შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება მორიგ სასესიო კვირაში პირველსავე დღეს, 18 აპრილს. დავუკავშირდებით თითოეულ დეპუტატს ოპოზიციაში პირადად და უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა იყოს პირადად ინფორმირებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი საქმის, რაც არ უნდა გვქონდეს გადადება და სამშაბათს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ვიყოთ სასესიო დარბაზში. მე იმედი მაქვს, რომ მეათეჯერ არ მომიწევს შალვა პაპუაშვილთან მისვლა და საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის გადადება იმიტომ, რომ ეს რამდენჯერმე გავაკეთე უკვე და ესეც არის ქართული ოცნებისთვის საბაბის მიცემა, რომ თითი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, რომელსაც აქვს საკმარისი მანდატი და ვერ ქმნის საგამოძიებო კომისიას“,- განაცხადა სამნიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, კომისიის მიზანი სისტემური პრობლემების გამოვლენაა.

„მე არ მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და ამ სისტემაში არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენა ამიტომ ამ კომისიის მიზანი არის სისტემური პრობლემების გამოვლენა იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს ან ვინმეს არ დაავიწყდეს ჩვენ დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალურად დავუკავშირდეთ. არ გაგვაჩნია სახელმწიფოებრივად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე საგამოძიებო კომისიის შექმნა“,- განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატების განცხადებას ასევ გამოეხმაურა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე და განაცხადა, რომ საკითხი სესიაზე უნდა გავიდეს და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული.

"მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს.  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“ - განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 6 აპრილს მიმართა, ხოლო 10 აპრილს კი რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით სხდომის მოწვევის საკითხი გადადო.

გადადების გადაწყვეტილება, მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად ხმები არ ეყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics