|
2023-04-12 15:38:40, 1593 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - რუსეთის ჯარი უკრაინაში საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას აგრძელებს
ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო უკრაინაში საშინელ დანაშაულებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა და უშუალო დამნაშავეები, უდავოდ დაისჯებიან,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს. მათი განცხადებით, ვიდეოზე გადაღებული უკრაინელი სამხედრო ტყვეს მკვლელობა ჟენევის კონვენციების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. "რუსეთის ფედერაციის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში. უკრაინა შეძრწუნებულია ამ საზარელი ვიდეოთი, რომელშიც რუსი სამხედროები უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავს ჭრიან. რუსი ჯარისკაცები კამერის წინ პოზირებისას განსაკუთრებული ცინიზმით ართმევენ ადამიანს სიცოცხლეს. ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი არაადამიანური მოპყრობის პირველი მაგალითი არ არის. ათასობით შემთხვევა არის აღრიცხული ბუჩაში, ირპენში, ჰოსტომელში, ბოროდიანკაში, ოლენივკაში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა სოფლებსა და ქალაქებში. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს წამების, ფიზიკური შეურაცხყოფის, არაადამიანური მოპყრობის, მძიმე ტანჯვის განზრახ მიყენებას, მძიმე სხეულის დაზიანებას და უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის პოლიტიკას. ვიდეოზე გადაღებული უკრაინელი სამხედრო ტყვეს მკვლელობა წარმოადგენს ჟენევის კონვენციების სერიოზულ დარღვევას და წარმოადგენს ომის დანაშაულს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსისა და რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის წესდების შესაბამისად. რომის წესდების მიხედვით, ასეთი ქმედებები ასევე შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსი სამხედროების კიდევ ერთი სისასტიკე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების კონტექსტში. ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო უკრაინაში საშინელ დანაშაულებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა და უშუალო დამნაშავეები, უდავოდ დაისჯებიან. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ხალხის დაცვას რუსული გენოციდისგან და ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)