06:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 15:05:59, 1304 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთში სი ძინპინს უკანალზე კოცნის

ემანუელ მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთში სი ძინპინს უკანალზე კოცნის, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთისა და ტაივანის, ჩინეთისა და აშშ-ის საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას.

როგორც ტრამპმა The Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, "საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის".

"თქვენ მიიღეთ ეს გიჟური სამყარო, რომელიც ფეთქდება და შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი... და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან საქმეს ასრულებს და უკანალზე კოცნის. ჩინეთში, დიახ, ვამბობ, რომ საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის",- თქვა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები, ტაივანის ბედზე პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთონ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა პირობა დადო, რომ დაიბრუნებს ტაივანზე კონტროლს, ხოლო აშშ-ის მთავრობა პირობას დებს, რომ დაეხმარება ტაივანს თავის დაცვაში.

ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიაღწია, რაც  კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.

ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics