06:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 14:39:04, 739 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტის რეაბილიტაცია 7 მისამართზე დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოები 7  მისამართზე დასრულდა, 5 მისამართზე კი მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18 კორპუსის VIII სადარბაზოში და ამავე მიკრორაიონის N26 ა კორპუსის I სადარბაზოში დასრულდა.

„ლიფტების რეაბილიტაცია ასევე, მუხიანის I მიკრორაიონის N16  კორპუსში და ილორის N22 კორპუსის II მეორე სადარბაზოშიც ჩატარდა.   

მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, ლიფტები სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ჯამში, შვიდი  ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 314 150  ლარი დაიხარჯა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს  100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics