|
2023-04-12 13:40:42, 768 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე - სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვაა
ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გადაცემას. მისი თქმით, „გულაგების სისტემის შემქმნელისთვის“, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემაზე სხვა შეფასებას ვერ მისცემს. „გულაგების სისტემის შემქმნელისთვის და ადამიანის წამებაზე და ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა. ამას სხვა შეფასებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მე ვერ მივცემ და ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ერთ-ერთი უმაღლეს ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს” გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო". ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)