21:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 12:55:34, 838 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - BBC-ის გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ფულს ჯარისა და ევროპელი პენსიონერებისგან იპარავდა

მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილეა, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპელი ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.

„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, მას იფარებს ევროპა, ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართულია ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. მე კიდევ ერთხელ იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ შეხედავენ სერიოზულად ევროპული ქვეყნები ამ საკითხს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქოლცენტრების გამოძიების საქმეში სხვადასხვა ქვეყანა იყო ჩართული.

„დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილია სისხლის სამართლის განაჩენი, თუ არ ვცდები 5 წელი აქვს მას შეფარდებული, რადგან მან 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარს და ამ მოპარული ფულით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს ასევე მედიაგამოძიების შედეგად, გაჩნდა ეჭვი, რომ ის არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანი, რომელსაც მისჯლი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში, ისევე, როგორც სხვა დამნაშავეები წინა რეჟიმის, რომლებიც თავს აფარებენ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი.

რაც შეეხება ქოლცენტრებს იცით, რომ ფართო გამოძიება არის, სხვადასხვა ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო, გერმანია იყო ძალიან აქტიური ჩართული ამ გამოძიებებში.

ჩვენი საკითხი არის, რომ ამ ადამიანმა ქართულ ჯარს, ომამდე ექვსი თვით თუ რვა თვით ადრე, მოპარა 5 მილიონი ლარი და ფურცელზე ჩაატარა წვრთა, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და ამ ფულს დღეს ხარჯავს ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორში. მორალური გაკიცხვა იმ ხალხისგან, ვინც იღებს ამ ფულს პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, არ გვსმენია და  ადამიანების გარიყვით არიან დაკავებული, თავად კი, სწორედ ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი ჯარისკაცების კუთვნილი ფულით იღებენ ხელფასს“,- დასძინა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics